თსუ რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინიციატივის - ახალი სახელმძღვანელოების შექმნა/თარგმნა შედეგად თსუ-მა სტუდენტებისთვის ახალი სახელმძღვანელო გამოსცა. თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პროფესორის დავით პატარაიას მიერ შექმნილი სახელმძღვანელო „საერთაშორისო საჯარო სამართალი“ მეორე წიგნი, ინოვაციური ტიპის სახელმძღვანელოა, რომელიც მკითხველს წარუდგენს საგანს მრავალფეროვანი პერსპექტივითა და საშუალებებით. ეს საერთაშორისო საჯარო სამართლის ზოგადი კურსის შესწავლას უფრო მარტივს გახდის.
„დარწმუნებული ვარ, რომ ნაშრომი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი სტუდენტებისთვის და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს თსუ-ის აკადემიურ სიძლიერეს,“- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
სახელმძღვანელო ორი წიგნისგან შედგება და მოიცავს, როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითად ცნებებსა და ფუნდამენტურ პრინციპებს, ასევე, საერთაშორისო სამართლის თითოეული აღიარებული დარგის დეტალურ მიმოხილვას. წიგნში დამატებულია დოკუმენტური მასალა - ამონარიდები საქმეებიდან და მასალებიდან, ასევე საილუსტრაციო გამოსახულებები. იმისთვის, რომ გამარტივდეს მისი კითხვა, სახელმძღვანელოს აქვს სპეციფიკური სარჩევი და საძიებო ტერმინებისა და დოკუმენტებისთვის.